პროგრესის ცენტრი ეხმაურება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შესახებ.

გაცნობებთ, რომ სააგენტომ „ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმის“ საფუძველზე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 172 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, დაიწყო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი.  აღნიშნულ პროცესს საფუძვლად ასევე დაედო საქართველოს სახალხო დამცველის „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიც.

დასკვნაში ასახულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ მსხვილ ქსელებში მარჟა ძირითადად 18%-26%-ის ფარგლებშია. მაგრამ ამავე დროს, არსებობს შემთხვევები, როდესაც მედიკამენტები 300%; 400% და 1000%-ის ფასნამატითაც იყიდება, რაც ბაზარზე მოქმედი შედარებით მცირე იმპორტიორების საქმიანობას უკავშირდება.