არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით ,,განათლება ჩვენი უფლებაა“ ონლაინ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას უძღვებოდნენ,,პროგრესის ცენტრის”, ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალგაზრდები და მოწვეული ექსპერტი – ლევან ლორთქიფანიძე.
პროგრამაში, რომელიც zoom-ფორმატით გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელთაც წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები განათლების სისტემური პრობლემების ირგვლივ 3 მთავარ საკითხზე:
განათლების დაფინანსების მოდელი და მისი გამოწვევები, განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა და საუნივერსიტეტო სივრცის პრობლემები.
ახალგაზრდები განათლების სისტემაში არსებულ ძირეულ რეფორმებს ითხოვენ. შეხვედრაზე გაჟღერდა პარლამენტში სტუდენტური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივაც.
,,სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროგრამა” NATIONAL ENDOWMENT FOR DEMOCRACY-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო – commersant.ge