პროგრესის ცენტრი ფრიდრიც ებერტის ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია რაც მინიმალური ხელფასის პროექტზე მუშაობს. პროექტის ამ ეტაპზე ორგანიზაცია უმეტეს წილად ცდილობს ისეთი აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს მინიმალური ხელფასის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით დავდიოდით ავტობუსით, რათა სხვადასხვა ლოკაციებზე ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ინფორმაცია. პარალელურად მოვიწვიეთ არაერთი ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე ან თავად ეხება საქართველოში არსებული უღირსი სახელფასო პოლიტიკა.
მიმართვა მინიმალური ხელფასის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.