პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა პროგრესის ცენტრის მიერ თბილისის შემდგომ, ახლა უკვე ქუთაისშიც დაფუძნდა. ცენტრის მიერ შეირჩნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც პოლიტიკით არიან დაინტერესებულნი. 
პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის მომდევნო ნაკადის წევრები გახდნენ სწორედ ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდები.
სამი თვის განმავლობაში შერჩეული მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას პოლიტიკის ჭრილში და უკეთ გაეცნობიან თუ როგორი უნდა იყოს რეალური პოლიტიკა.