,,პროგრესის ცენტრმა” აჭარის რეგიონის მოქმედ სტუდენტებთან ერთად ბათუმში, აჭარის განათლების მინისტრს შეხვედრის მიზნით ოფიციალურად მიმართა.
“პროგრესის ცენტრი” სტუდენტებთან ერთად გეგმავს, პეტიციის შექმნას და ხელმოწერების შეგროვებას, რათა აჭარის მთავრობამ გაუზარდოს დაფინანსება სტუდენტებს.
აღნიშნული ტიპის აქტივობა სრულიად ახალია, რადგან ახალგაზრდების მხრიდან ადვოკატირება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
“სტუდენტა უფლებების ადვოკატირების” პროექტი ხორციელდება NED-ის მხარდაჭერით.