პროგრესის ცენტრის მიერ პირველად საქართველოში დაფუძნდა ახალგაზრდული საკრებულო დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ხელშეწყობით.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული საკრებულოს წევრები უკვე ერთი თვეა, რაც აქტიურად ეცნობიან საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას.
დღევანდელი აქტივობა შეეხებოდა ინდივიდუალურ შეხვედრებს საკრებულოში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
დღეს ახალგაზრდული საკრებულოს წევრები შეხვდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთს ანა გოგოლაძეს, სადაც განიხილეს ადგილობრივი თვითმამრთველობის ბიუჯეტის სხვადასხვა ასპექტები.