ახალგაზრდული საკრებულოს პროექტის მონაწილეების შერჩევა დასრულდა!
პირველად საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ცენტრის მიერ დაარსდა ახალგაზრდული საკრებულო, რომლის მიზანიც არის ისეთი ახალგაზრდების შერჩევა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკით.

კონკურსის შედეგად შეირჩა 12 ახალგაზრდა, რომლებიც იმუშავებენ თბილისის საკრებულოში, ჩაერთვებიან ყველა საჯარო პროცესში რაც თბილისის საკრებულოში იმართება, ჩაატარებენ ინდივიდუალურ შეხვედრებს როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, დაესწრებიან სხდომებს და გასცემენ რეკომენდაციებს სხვადასხვა მიმართულებით.