არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ბიზნეს დაჯილდოება – „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“ გაიმართა.
ჯილდო გადაეცათ დამსაქმებლებს, რომლებიც გამოირჩევიან ღირსეული სახელფასო პოლიტიკით, მაღალი პასუხისმგებლობით ყველა პოზიციაზე დასაქმებულების წინაშე, რაც გულისხმობს დასაქმებულის შრომის ადეკვატურ დაფასებასა და ღირსეული ანაზღაურების შეთავაზებას.
მოცემული დაჯილდოვება პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ 30-ზე მეტი როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი ბიზნესი.
პროგრესის ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობას მინიმალური ხელფასის პოპულარიზაციის მიზნით და, სწორედ ამ მხრივ, ვგეგმავთ ყოველწლიურად მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.