პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში მორიგი ლექცია ჩატარდა.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელმა, სოფო ვეფხვაძემ დებატების ხელოვნების შესახებ პრაქტიკული ლექცია ჩაატარა. ლექციაზე განიხილეს თუ რა ტიპის დებატები არის დღეს მსოფლიოში პოპულარული, როგორ უნდა წარიმართოს სწორი ოპონირება და ა.შ მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და მოდელირებული სატელევიზიო დებატები დადგეს.