ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ევროკავშირის 21 ქვეყანას დადგენილი აქვს მინიმალური ხელფასი.
ყოველთვიური მინიმალური ხელფასი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში 700 ევროზე დაბალია.
მაგალითად, ბულგარეთი (€332), უნგრეთი (€442), რუმინეთი (€458), ლატვია (€500), ხორვატია(€563), ჩეხეთი (€579), ესტონეთი (€584), პოლონეთი (€614), სლოვაკეთი(€623) და ლიტვენია (€642).
ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში: საბერძნეთი (€758), პორტუგალია (€776), მალტა(€785), სლოვენია(€1 024) და ესპანეთი (€1 108), მერყეობს 700 – 1 100 ევროს შორის. ხოლო, დანარჩენ ქვეყნებში: საფრანგეთი (€1 555), გერმანია(€1 614), ბელგია (€1 626), ნიდერლანდები (€1 685), ირლანდია (€1 724) და ლუქსემბურგი (€2 202), მინიმალური ხელფასი 1500 ევროზე მეტია.
შედარებისთვის, ფედერალური მინიმალური ხელფასი ამერიკაში 2021 წლის იანვრის
მონაცემებით იყო €1024.