20 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრის” ინიციატივით, თბილისის საკრებულოში სტუდენტების სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების შესახებ გაიმართა ფორუმი, სახელწოდებით – ,,სტუდენტების ხმა საკრებულოში”.
შეხვედრის მიზანია, ორგანიზაცამ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გაძლიერებას ადვოკატირების პროცესში.
ფორუმს ესწრებოდნენ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
ფორუმის ფარგლებში მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით თბილისის საკრებულოს როლთან დაკავშირებით.
მოცემული ფორუმი გაიმართა “სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების” პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია დემოკრატიის ეროვნული ფონდი.