,,პროგრესის ცენტრის” ინიციატივით კოალიცია ,,ექსპერტები განათლების რეფორმისთვის” ჩამოყალიბდა, რომლის მთავარ მიზანს განათლების სფეროში კომპეტენტური პირების მიერ განათლების პრობლემების ინვენტარიზაცია, იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მექანიზმებზე მუშაობა წარმოადგენს.
კოალიციის წევრები არიან: პოლიტოლოგი- ლევან ლორთქიფანიძე, პროფესორი- ცირა ბარამიძე, პროფესორი- ცირა ბარბაქაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი- გიგი ბერიძე, ,,პროგრესის ცენტრის” თავმჯდომარე- ელენე ელბაქიძე და პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი- მაკა ტოხიშვილი.
კოალიცია ,,სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
პროექტი ხორციელდება NATIONAL ENDOWMENT FOR DEMOCRACY-ის მხარდაჭერით.