,,პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტების და სტუდენტების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა თემაზე – „ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობა“.
,,პროგრესის ცენტრის“ წევრებმა წარმოადგინეს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის რეფორმის ხედვა. მათ მიერ წარმოდგენილი ხედვის მიხედვით, უნივერსიტეტში სტუდენტებს უნდა მიეცეთ საშუალება, შექმნან პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულები – იდეებზე და იდეოლოგიებზე დაფუძნებული გაერთიანებები და საუნივერსიტეტო სივრცეში უნდა იხილებოდეს ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები, ისე როგორც ხდება დასავლეთის ქვეყნების თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: პარტია ,,ხალხისთვის“ ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე- პოლიტოლოგი, ნინო გოგოხია- გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ესმა გუმბერიძე- ევროპის დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის გამგეობის წევრი, ნატალია ჭამიაშვილი- ,,მოხალისეთა ჰაბის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: ,,ხალხისთვის“, ,,ლელო-საქართველოსთვის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,გირჩი- მეტი თავისუფლება“, ,,სტრატეგია აღმაშენებელი“.
კონფერენცია ჩატარდა პროექტის ,,სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება NATIONAL ENDOWMENT FOR DEMOCRACY დაფინანსებით.








