მინიმალური ხელფასი საქართველოში და 1999 წლის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც თვიური მინიმალური ხელფასი, მხოლოდ და მხოლოდ 20 ლარით არის განსაზღვრული. მას შემდგომ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მოცემული ბრძანებულება არცერთი ხელისუფლების მიერ არ შეცვლილა.
საქართველო მინიმალური ხელფასით მსოფლიოს ქვეყნების სიაში ბოლოდან მეოთხე ადგილს იკავებს. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის შესამოსავალი ძირითად შემთხვევებში საარსებო მინიმუმსაც კი ვერ სწვდება.
ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრი” უკვე რამდენიმე თვეა მინიმალური ხელფასის პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში ცნოებიერების ამაღლება და ახალი, ღირსეული და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება.
პროექტი “მინიმალური ხელფასის” მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
მინიმალური ხელფასის შესახებ რეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ