„მინიმალური ხელფასი საქართველოში – პრობლემები და გამოწვევები“ – „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა.

24-25 ივლისს, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში“-ს მხარდაჭერით მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა „მინიმალური ხელფასი საქართველოში – პრობლემები და გამოწვევები“.

სემინარს ესწრებოდნენ “პროგრესის ცენტრის” იურისტი და პროექტის კოორდინატორი მარიამ კუსიანი, „ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში“ პროექტის მენეჯერი ირინა სეფერთელაძე, პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, „საქართველოს პროგრესული ფორუმი“ თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი, “Know How Training Center” -ის მმართველი პარტნიორი, ეკონომისტი დავით დარსაველიძე, „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, CRRC -ის წარმომადგენელი დავით სიჭინავა, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოში მინიმალურ ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულს შრომის ღირსეული ანაზღაურებას უფლებებს უზღუდავს.