მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას თბილისსა და რეგიონებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები და ,,პროგრესის ცენტრის” წარმომადგენლები.

ახალგაზრდების დიდ ნაწილს საქართველოში არჩენენ ოჯახები რადგან დასაქმების სიტუაცია რთულია. ერთ-ერთი უარყოფითი შედეგია ძალიან მაღალი რიცხვი ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების რაც საბოლოოდ აისახება დემოგრაფიაზე. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ნებისმიერ სხვა ცხოვრების ასპექტთან. სტაბილური თუ არ იყო, ახალგაზრდები ვერ და არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ თემებს, არ ექნებათ ნდობა ნებისმიერ საჯარო თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ და საბოლოოდ ეს სიტუაცია გამოიწვევს საზოგადოების სტაგნაციას. შესაბამისად, თუ ეს სისტემბა გამართულად ჩამოყალიბდა, იგი გახდება ფუნდამენტი ჯანსაღ საზოგადოებისთვის.