,,პროგრესის ცენტრის” წევრები თბილისსა და ზუგდიდში სტუდენტებს online ფორმატში შევხვდით, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ განათლების სისტემის არსებული პრობლემები და გადაჭრის მექანიზმები.
სტუდენტებმა გაგვაცნეს თავიანთი ინიციატივები და ხედვები, როგორ გადაიჭრას სისტემურად არსებული გამოწვევები.
ჩვენ გავაცანით იდეა ,,განათლება ხალხისთვის” და ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ხალხთან ერთად ვწერთ პროგრამას.
შეხვედრის შედეგად შევჯერდით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე.
,,პროგრესის ცენტრის” წევრები ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან.