დღეს ,,პროგრესის ცენტრმა” საქართველოს პრემიერსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ოფიციალურად მიმართა, რომ ცენტრის სტუდენტური კოალიცია ჩართონ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობის პროცესში.
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2020 წელს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია- 76 000 სტუდენტი (თითქმის ყოველი მეორე) ვეღარ აგრძელებდა სასწავლო პროცესს.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა პანდემიის დროს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადების შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე. 30 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მუშავდება განათლების სისტემის 10-წლიანი განვითარების დოკუმენტი და იცვლება უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა.
როგორც ცნობილია, საქართველოში რეფორმები უმეტესად ტარდება იმ ადამიანების ჩართულობის გარეშე, რომელებიც უშუალოად არიან ამ პროცესებზე დამოკიდებულნი და ვის ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს ნებისმიერი სახელმწიფოებრივი ცვლილება. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სტუდენტ-ახალგაზრდებზე, რომლებიც დაშორებულნი არიან, საკუთარი უფლებების დასაცავად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას.
აქედან გამომდინარე, ,,პროგრესის ცენტრის“ სტუდენტური კოალიცია, (რომელიც აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტებს), მიმართავს საქართველოს მთავრობას, ჩაგვრთონ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობის პროცესში, რათა მათ შეძლონ სტუდენტთა ინტერესების დაცვა და გატარებული რეფორმის ახალგაზრდებამდე მიტანა