,,პროგრესი ცენტრი” აქტიურად იბრძვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების ღირსეული ანაზღაურებისთვის. ჩვენ ამ ხნის მანძილზე მათთან ერთად არაერთი აქცია გავმართეთ და აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში.
მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება.
10% -ით ხელფასის მომატება არაფერია იმ შრომასთან, რასაც ისინი თავიანთ საქმეში დებენ.
ბრძოლა გრძელდება ღირსეული ანაზღაურებისთვის!