პარტია “ხალხისთვის” საკრებულოს წევრი ალექსანდრე რატიშვილი საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.
“საქართველოში ერთი სამარცხვინო ამბავი გვჭირს, 1999 წელს რომ დადგინდა მინიმალური ხელფასი, მას შემდეგ არავის არ გადაუხედავს ამისთვის და დღესაც კი 20 ლარია კანონით მინიმალური ხელფასი. ეს არის საშინელება და სამარცხვინო” – თქვა ალექსანდრე რატიშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
მან ასევე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ამასთან დაკავშირებით და თბილისის ფორმატში დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა, ბიზნესმენების, ეკონომისტების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
ალექსანდრე რატიშვილის თქმით, ისევე როგორც საარსებო მინიმუმის განსაზღვრა, ასევე ღირსეული მინიმალური ხელფასის განსაზღვრაც უაღრესად მნიშვნელოვანია.