ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრის” ინიციატივით, 2021 წელს დაარსდა პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ პოლიტიკასთან დაკავშირებული ცოდნა და ამასთან ერთად, გაიზიარონ მისი პრაქტიკული გამოცდილებებიც.

პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში 20-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობაც სტუდენტის სტატუსის მქონეა. მათ მიიღეს მონაწილეობა არაერთ ლექციასა თუ აქტივობაში და წარმატებით დაასრულეს პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა.

პროგრესის ცენტრის დირექტორმა, ელენე ელბაქიძემ სკოლის ბოლო შეხვედრაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.