ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებთან დაკავშრებით არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ცენტრმა წინა დღეს გამართა აქცია-პერფორმანსი არჩევნების გადადებისა და პლაგიატში ეჭვმიტანილი რექტორის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, ვიდრე დამოუკიდებელი ორგანოს მიერ არ იქნება გამოძიებული აღნიშნული ფაქტი. ამასთან, დავაყენეთ მოთხოვნა, შეიქმნას დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპეტენტური პირებისაგან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.