,,პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ დისკუსია გამართეს.
.
,,პროგრესის ცენტრის“ გუნდის წევრებმა წარმოადგინეს მოხსენება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში საჭირო ცვლილების შესახებ, სადაც საუნივერსიტეტო სივრცეებში ერთადერთ მმართველ ორგანოდ სტუდენტური თვითმმართველობაა წარმოდგენილი და აკრძალულია პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნა, შედეგად, ახალგაზრდები პრაქტიკულ პოლიტიკურ გამოცდილებას საუნივერსიტეტო სივრცეში ვერ იღებენ.
,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლება ასევე წარმოადგინეს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებების პრობლემები:
1)არარსებული პლურალიზმი;
2)სტუდენტების მიმართ ანგარიშვალდებულების არარსებობა;
3)ფინანსური რესურსების მონოპოლური განკარგვა თუ სხვა.
შეხვედრის მიზანია, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულ აქტიურ ახალგაზრდები გაეცნონ არსებული გამოწვევები და ერთად იმუშავონ ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობის საჭირო ინსტრუმენტებზე.
,,პროგრესის ცენტრი“ მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს ოპოზიციურ პარტიებთან: პარტია ,,ხალხისთვის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, ,,გირჩი- მეტი თავისუფლება“, დღევანდელ სადისკუსიო ფორმატს კი- ,,ლელო საქართველოსთვის“ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ შეუერთდა.




