,,პროგრესის ცენტრის” ინიციატივით, სამოქალაქო მოძრაობებისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა წარმომადგენლებმა გავაფორმეთ ,,სტუდენტთა უფლებების დაცვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა უფლებების დაცვის მიზნით ახალგაზრდების დისკურსს, აზრთა გაცვლას, გამჭვირვალობას. ამასთან, იგი გააძლიერებს ადვოკატირებას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ.

ამავე დროს, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდულ წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტების პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გავმართეთ 2 მთავარ საკითხზე:
1️⃣ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა;
2️⃣ პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების არარსებობა უნივერსიტეტებში.