26 ნოემბერს, ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრის” იურისტმა მარიამ კუსიანმა ცენტრის წევრებთან ერთად ოფიციალური წერილით მიმართეს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
პრემიერმა, 2021 წლის 23 ნოემბრის განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევებია სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები და სწორედ ამ საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნა ჯგუფი.
მიმართვის მიზანია, რომ “პროგრესის ცენტრი” შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩაერთოს სოციალური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.