„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარესთან – ირაკლი როსტომაშვილთან. მხარეებმა ისაუბრეს მინიმალური ხელფასის შესახებ და მოისმინეს ბიზნესის მხრიდან დანახული ამ საკითხის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.
 „პროგრესის ცენტრისთვის“ მნიშვნელოვანია გავიგოთ დამსაქმებელთა პოზიცია მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, რათა შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მისაღები იქნება, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ქვეყნანაში დაინერგოს ისეთი სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკასთან.