,,პროგრესის ცენტრის” წარმომადგენლები დღეს განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კვლავ არ დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს ოფიციალური განცხადებით მიმართეს და დასწრების სრული უფლება ჰქონდათ კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში დღეს იხილება 2021 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
,,პროგრესის ცენტრის” წევრებს და ცენტრის კოალიციაში შემავალ ასობით სტუდენტს აქვთ მთელი რიგი კითხვები:
1. რა იცვლება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით?
2. რა სამოქმედო გეგმა აქვს სახელმწიფოს სტატუსშეჩერებული სტუდენტებისა და სხვა ფინანსური გამოწვევების მქონე სტუდენტების იდენტიფიცირებისა და პრობლემის გადაჭრისათვის?
3. რა სტრატეგია აქვს საქართველოს მთავრობას, როდესაც მსოფლიოს წამყვან განვითრებულ სახელმწიფოებთან შედარებით საქართველოში სტუდენტის ცხოვრება გაცილებით ძვირია?
4. რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით?
5. რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ანტინეპოტისტურ ელემენტებთან დაკავშირებით?
6. როდის აპირებს სახელმწიფო, შეცვალოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არადემოკრატიული ასპექტები მონოპოლიზირებულ სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებით (დაპირება ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს გასცა).