არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრი” აცხადებს მიღებას ქ.თბილისის ახალგაზრდულ საკრებულოში
კონკურსში მონაწილე პირები შეისწავლიან საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას, გაეცნობიან მის ფუნქცია-მოვალეობებს. წევრებს უფლება ექნებათ დაესწრონ კომისიისა და საკრებულოს სხდომებს. ამავდროულად, ინიციატივით მიმართონ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოაწყონ შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე ქ.თბილისის საკრებულოში.

პროექტის მიზანია შევარჩიოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მზად იქნებიან გახდნენ საქართველოს და მათ შორის თვითმმართველობის მომავალი ლიდერები. პროექტი პირველად ხორციელდება და თბილისის შემდგომ სხვადასხვა რეგიონებშიც ჩატარდება.

ახალგაზრდული პროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ შევარჩიოთ ისეთი ახალგაზრდები, რომელთაც უნარიც აქვს და სურვილიც აქვს გადაიბაროს საქართველოს ბედ-იღბალი.