დღეს საქართველოში მოქმედებს 1999 წელს პრეზიდენტის მიერ მიღებული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი არის თვეში 20 ლარი.
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებელს აქვს უფლება და შესაძლებლობა გადაუხადოს დასაქმებულს 20 ლარი და ამით ის არ არღვევს მოქმედ კანონს. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელი არღვევს შრომის უფლებებს, სახელმწიფო მაინც არ ცვლის თავის პოლიტიკას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.
თუ შევცვლით მინიმალურ ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულებს ღირსეული შრომის ანაზღაურება ექნებათ!
პროგრესის ცენტრი იწყებს “1 წუთი”-ს კამპანიას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.
პროგრესის ცენტრი იწვევს ყველას, ვისაც სურვილი აქვს 1 წუთის განმავლობაში ისაუბროს სახელფასო პრობლემაზე და სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ, ღირსეულ მინიმალურ ხელფასზე.