17 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. სოციალური მომსახურების აგენტები აცხადებენ, რომ უღირსი ანაზღაურების ფასად უწევთ სრული დატვირთვით მუშაობა. მათი თვიური ანაზღაურება მერყეობს 200-500 ლარამდე.

პროგრესის ცენტრის დირექტორი, ელენე ელბაქიძე და იურისტი, მარიამ კუსიანი შეხვდნენ აქციაზე გაფიცულ სოციალური მომსახურების აგენტებს და მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივიც!
ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს და დაასრულოს მონური ანაზღაურების ხელშეწყობა.