,,პროგრესის ცენტრი” ერთადერთი სტუდენტური დამოუკიდებელი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელიც არჩევნების მონიტორინგს ახდენს.
სამწუხაროდ, არჩევნებში სტუდენტები, პრაქტიკულად, არ მონაწილეობენ.
,,პროგრესის ცენტრის” პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის კურსდამთავრებული- ვახტანგ სებისკვერაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სიმბოლურად დაასაჩუქრა, როგორც ერთადერთი სტუდენტი, რომელიც ჩართული იყო რექტორის არჩევნების მონიტორინგში.
ვახტანგ სებისკვერაძე ასევე წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს.