ორგანიზაცია პროგრესის ცენტრმა სტუდენტებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ საპროტესტო დუმილის აქცია გამართა, სახელმწოდებით – “რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე?!”

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის 18 დეკემბერს პროგრესის ცენტრმა, მოძრაობა “ხალხისთვის” ერთად მივმართეთ საკანონმდებლო ინიციატივით 76 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და წარმოვადგინეთ 2 მოთხოვნა.

ასევე, 2020 წლის 2 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ პეტიცია ამავე მიზნით, რაზეც უმოკლეს ვადაში შევაგროვეთ 10 000 ზე მეტი ხელმოწერა.

სამწუხაროდ, უკვე თითქმის 1 თვე გავიდა, მაგრამ არც მთავრობისგან და არც უნივერსიტეტებისგან ჩვენ უკუკავშირი ამ თემასთან დაკავშირებით არ მივიღია.