“ეს არის პრობლემა რომელიც დღითიდღე უფრო ღრმავდება, რომელიც გვიჩვენებს სტატუს შეჩერებული სტუდენტების უპრეცედენტო ციფრს. 76 000 სტატუს შეჩერებული სტუდენტი, ეს ციფრი სწორედ განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა, რომ თითქმის ყოველ მეორე სტუდენტს, სტატუსი აქვს შეჩერებული. რა თქმა უნდა, კამპანიის ყურადღება პირველ რიგში მიმართულია განათლების სამინისტროს მიმართ და სახელმწიფო სასწავლებლების მიმართ. მაგალითად, სახელმწიფო სასწავლებლებს, მაგალითად თსუ ს აქვთ უზრუნველყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება და პანდემიის პერიოდში მათ დაზოგეს ხარჯები, გათბობის, ელექტროენერგიის, ინტერნეტი და ა.შ. შესაბამისად, აბსოლიტურად უსამართლოა როდესაც სტუდენტებს ვთხოვთ იგივე გადასახადის გადახდას, როდესაც მათ და მათმა ოჯახებმა დაკარგეს სამსახურები პანდემიის პერიოდში” – ნათქამია განცხადებაში.