არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ პრემიერ მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს და განათლების რეფორმის პროცესში ჩართულობას ითხოვს. მათივე განცხადებით, სტუდენტების ამ პროცესში ჩართულობა მათივე განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მიმართვას მოძრაობა „ხალხისთვის“  ლიდერი, ანა დოლიძეც უერთდება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სტატუსშეჩერებული სტუდენტების უფლებებისთვის იბრძვის.

ცენტრის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. როგორც სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი, “2020 წელს სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – 76 000 სტუდენტი (თითქმის ყოველი მეორე) სასწავლო პროცესს ვეღარ აგრძელებდა.” მათივე შეფასებით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა პანდემიის დროს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ,,პროგრესის ცენტრის“ სტუდენტურ კოალიცია, (რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტებს აერთიანებს ), გვსურს ჩაგვრთოთ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობის პროცესში, რომ შევძლოთ სტუდენტთა ინტერესების დაცვა და გატარებული რეფორმის ახალგაზრდებამდე მიტანა,“ – ნათქვამია „პროგრესის ცენტრის“ განცხადებაში.