ქ.თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პრეზენტაციებო წარმოადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.თბილისის საკრებულოს წევრები და ახალგაზრდები.
ძირითადად წევრებმა დაფარეს ისეთი თემები როგორიცაა, სტუდენტური დასახლება, ახალგაზრდების დასაქმება და სტუდენტების პოლიტიკური აქტივობა. პირად გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითებით ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს ყველაზე მწვავე პრობლემებს.