პროგრესის ცენტრის პროექტების კოორდინატორი ირაკლი ბუცინაშვილი და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტების მენეჯერი, ირინა სეფერთელაძე სტუმრად მთავარი არხის შუადღის გადაცემაში, სადაც ისინი საუბრობენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელახალი ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება საქართველოში და ის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება.
პროგრესის ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტზე მინიმალური ხელფასის შესახებ. მოცემული პროექტის ფარგლებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის ჩართულობა და აქტიურობა მინიმალური ხელფასის კუთხით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფონდის მხარდაჭერით ჩავატაროთ ბიზნესჩემპიონატი, სადაც გამოვლინდებიან ისეთი ბიზნესები, რომელნიც პასუხისმგებლობას იჩენენ თავიანთი დასაქმებულების წინაშე როგორც სახელფასო, ისე შრომითი უფლებების კუთხით.