2020 წელს, პროგრესის ცენტრი აქტიურად ჩაერთო სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთი აქცია-პერფორმანსი გამართა. შეხვედრები ჩაატარა როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეადგინა პეტიცია, რომელსაც ათასობით სტუდენტი შემოურთდა და მათ შორის ასობით სტუდენტს მოვუხსენით ფინანსური დავალიანების პრობლემა.
ჩვენთვის მთავარი იყო ყველას ჰქონოდა წვდომა კონსტიტუციიით გარანტირებულ განათლების უფლებაზე.
დღევანდელი გადაწყვეტილება არის მისასალმებელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება.
სტუდენტებისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება საცხოვრისით უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურების არ არსებობა.
პროგრესის ცენტრი აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით ბრძოლას.