ბათუმის პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში ჩატარდა მორიგი შეხვედრა.
ლექცია სტრატეგიული დაგეგმვის სპეციალისტმა, გიორგი შაიშმელაშვილმა წაიკითხა თემაზე “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვის პოლიტიკა”.
ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობიდან და ოკუპაციური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხის ცოდნა. უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომიდან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტი ინტერესია ამ მხრივ ახალგაზრდებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ლექცია ყოფილიყო საქართველოს უსაფრთხოების თემაზე.