გასული წლის 19 დეკემბერს, კოვიდპანდემიის დროს სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით, პროგრესის ცენტრმა ანა დოლიძე მოძრაობა “ხალხისთვის” ერთად პარლამენტის განათლების კომიტეტს საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ.
დღეს ამ თემაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ზარქუას და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შალვა პაპუაშვილს პროგრესის ცენტრის წარმომადგენლები და ანა დოლიძე შევხვდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასპარეზის გამოყენება სწავლას მოწყვეტილი სტუდენტების დასახმარებლად.