,,პროგრესის ცენტრის” ინიციატივით, ,,სტუდენტთა უფლებების დაცვის” პროგრამის ფარგლებში, გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სტუდენტები სამუშაო ფორმატში შეხვდნენ.
ორგანიზაციის მიზანია, სტუდენტთა უფლებადაცვის საკითხებმა (განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმება, საათობრივი ანაზღაურება, სტუდენტების დაბეგვრა), გადაინაცვლოს აქტიურ პოლიტიკურ დისკურსში, მათ შორის, აისახოს პარტიულ პლატფორმებსა და პროგრამებში.
სტუდენტთა უფლებების დაცვის მიზნით, მემორანდუმი კიდევ ორ პოლიტიკურ პარტიასთან- ,,სტატეგია აღმაშენებელთან” და ,,ლელოსთან” გაფორმდა.
,,სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების პროგრამა” ხორციელდება National Endowment for Democracy- ის მხარდაჭერით.
05