პროგრესის ცენტრის წარმომადგენელმა, მარიამ კუსიანმა გამართა შეხვედრა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელ დირექტორთან – ლევან ვეფხვაძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს  მინიმალური ხელფასის შესახებ და მოისმინეს ბიზნეს ასოციაციის პოზიცია.
“პროგრესის ცენტრის” მიზანია შეიქმნას სადისკუსიო სივრცე მინიმალურ ხელფასზე, სადაც ბიზნესი და დასაქმებულები საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, დაინერგოს სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკასთან.
პროექტი “მინიმალური ხელფასის” მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი.