სტუდენტების უფლებადამცველი ორგანიზაცია პროგრესის ცენტრის ინიციატივით, სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან.
შეხვედრის ფარგლებში პარლამენტის წევრებს პრაქტიკული პოლიტიკის სტუდენტებმა წარუდგინეს უმაღლესი განათლების სისტემის კვლევის მიგნებები და სტუდენტური გამოწვევების შესამსუბუქებელი ღონისძიებები საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
პროგრესის ცენტრი ჩაერთვება განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და ტრანსფორმირების ნებისმიერ სამუშაო ჯგუფში იმისათვის რომ დაახლოვოს იგი ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს და ხარისხს.