,,პროგრესის ცენტრის“ ორგანიზებით, “სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების” პროგრამის ფარგლებში ქალაქ ქუთაისში განათლების ფორუმი გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ახალგაზრდული შესაძლებლობები და უფლებრივი ბერკეტები საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებაზე, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
1. ახალგაზრდების მონაწილეობა განათლების პოლიტიკის ხელმისაწვდომობის ცვლილებაში;
2. ახალგაზრდების მონაწილეობა დასაქმების მოქნილი სისტემის შემუშავებაში – ნახევარ განაკვეთზე მუშაობა; მინიმალური ხელფასი, ანაზღაურებადი სტაჟირება;
3. ახალგაზრდების მონაწილეობა ეფექტიანი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებაში;
4. ახალგაზრდების მონაწილეობა უნივერსიტეტის მენეჯმენტში.
შეხვედრის მიზანია, ახალგაზრდებმა გაიღრმავონ ადვოკატირების უნარები.
პროექტი ხორციელდება NATIONAL ENDOWMENT FOR DEMOCRACY-ის მხარდაჭერით.