პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის სტუდენტებმა იმსჯელეს ქართველი ახალგაზრდების როლზე უკრაინის კრიზისის დროს და კოორდინაციისთვის დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ შეიქმნება მოხალისეობრივი ჯგუფი, ,,ქართველი ახალგაზრდები უკრაინისთვის”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად და შეგროვდება ჰუმანიტარული დახმარება. აღნიშნულ აქტივობას სოციალურ ქსელში უკვე 1 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეუერთდა.
თუ გსურთ, უკრაინის დახმარების მიზნით, შეუერთდეთ ახალგაზრდა მოხალისეების ჯგუფს, მისწერეთ ,,პროგრესის ცენტრს”