პროგრესის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სუპერმარკეტების მოლარე-კონსულტანტებთან.
შეხვედრაზე მოვისმინეთ დეტალური აღწერები სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების შესახებ უშუალოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავად მუშაობენ ან წარსულში აქვთ მსგავსი სამსახურეობრივი გამოცდილება.
ყოველთვის, როდესაც მინიმალურ ხელფასზე და მძიმე სამუშაო პირობებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი ასოციაცია სწორედ მოლარე-კონსულტანტის სამსახური ჩნდება. ადამიანების პირადი გამოცდილებებიდან მოყოლილი ისტორიები კი, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.
თითოეული ახალი შეხვედრა დასაქმებული ადამიანების სხვადასხვა ჯგუფთან, ქუჩის თითოეული გამოკითხვა და ყოველი შემდგომი კომუნიკაცია საზოგადოებასთან გვარწმუნებს ჩვენი ბრძოლის სიმართლესა და აუცილებლობაში, რომ – განისაზღვროს და გაიზარდოს მინიმალური ხელფასი საათობრივად და სექტორალურად.