დღეს პროგრესის ცენტრის წარმომადგენლები შევხვდით აგრონომიული კომპანია “ბარაქას” HR მენეჯერს ნინო ქოქოსაძეს, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ანაზღაურებადი სტაჟირების პროცესთან დაკავშირებით
სასიამოვნო და მნიშვნელოვანია მსგავსი განახლებული პრაქტიკის გაზიარება, რადგან ანაზღაურებადი სტაჟირება უზრუნველყოფს ხასისხზე ორიენტირებული დასაქმებულების მობილიზებას და გაზრდის მოტივაციას სამუშაო ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში სტაჟიორები პირველი 6 თვის – გამოსაცდელი ვადის განმავლობაში იღებენ ანაზღაურებას და პარალელურად გადიან მომზადებას აგრონომიული მიმართულებით.
პროგრესის ცენტრი აგრძელებს დამსაქმებლებთან კომუნიკაციას ანაზღაურებადი სტაჟირების ირგვლივ.