დღეს ,,პროგრესის ცენტრის” წევრებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების მიზნით, პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გავმართეთ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარეს მივმართეთ.
✅ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში დამატებითი რეგულაციის განსაზღვრა.
✅კერძოდ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებას დაემატოს 88 1 მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
✅პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო
წლისთვის განახევრდეს სასწავლო გადასახადი;
✅სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს აღუდგეთ 2019- 2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსი.
✅სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით, ,,პროგრესის ცენტრმა” Manifest.ge-ზე პეტიცია გამოვაქვეყნეთ, რომელსაც 1 კვირის განმავლობაში 9 000-ზე მეტი მოქალაქე შემოგვიერთდა.