16 ოქტომბერს, პროგრესის ცენტრის ორგანიზებით “მინიმალური ხელფასის” პროექტის ფარგლებში მზიურის ამფითეატრში ქვეყანაში არსებული უთანასწორობის გაპროტესტების მიზნით გაიმართა პოლიტიკური პერფორმანსი “ნუღარ გამოხვალ ოთახიდან – პოლიტიკური ფარსი 5 ეპიზოდად.”
სპექტაკლში ამბავი საქართველოში გაბატონებულ სოციალურ მდგომარეობასა და მონური მარწუხების სიმძიმილით შებოჭილ საზოგადოებაზეა, რომლის წევრებსაც მოუნელებელი ლუკმასავით აწევს ყანყრატოზე სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებანი. სცენაზე ხუთ მოქმედ გმირთან გვიწევს კომუნიკაცია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიებს მოგვითხრობენ.
სპექტაკლ-პერფორმანსის დაწყებამდე ყურადღებას საპროექციო ეკრანი იპყრობს, სადაც მაყურებელს ეძლევა საშუალება მუსიკის ფონზე გაეცნოს ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას. სცენაზე განლაგებული დეკორაცია კი, მხოლოდ და მხოლოდ ფიცარნაგიდან ნეონის ნათურებით ამონათებული ხუთ მიკროფონსა და ამავე რაოდენობის წყლის ბოთლს წარმოადგენს, რომლებიც ჭადრაკის დაფის განლაგებას მოგვაგონებს.
ხუთ, ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიას, ერთმანეთთან სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობის ამსახველი ამბავი აკავშირებს.
პროექტის “მინიმალური ხელფასის” მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში.