პროგრესის ცენტრი უკვე წლებია აქტიურად იბრძვის მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარის დადგენისთვის საქართველოში.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხდება ჩვენი ინიციატივის პირველი შემსრულებელი – ხელფახლა განისაზღროს და გაიზარდოს მინიმალური ხელფასი საათობრივად და სექტორალურად!
მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებში პერსონალისათის განისაზღვრება მინიმალური ხელფასის ზღვარი, რომლის ზემოთაც მოხდება ანაზღაურების გადახდა თანამშრომლებისათის.
ახალი სტანდარტი უკვე ამოქმედდა რესპუბლიკურ კლინიკაში საპილოტე რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ზღვარის დადგენას შემდეგნაირად:
ექიმის საათობრივი ანაზღაურება – 9 ლარი;
ექთანი – 5.75 ლარი;
სანიტარი – 2.8 ლარი;
მინიმალური ხელფასის გაზრდისათვის ბრძოლა გრძელდება, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, ამიტომ გადადით ლინკზე და მოაწერეთ პეტიციას ხელი, რათა საკანონმდებლო ორგანოში შევძლოთ წინადადების გაჟღერება