სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი

სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი2022-03-08T12:14:23+00:00

სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტი დაფინანსდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ 39 241 აშშ დოლარის ოდენობით 2020–2021 წლებში. პროექტის მიზანია სტუდენტების გაძლიერება თბილისის ორ დიდ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ადვოკატირების კამპანიის შექმნა სტუდენტთა ჩართულობისა და აკადემიური კორუფციის დასასრულებლად ორ უდიდეს უნივერსიტეტში. კამპანიას ექნება სამი ფოკუსური წერტილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 2020 წლის სექტემბერში; საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში; და 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი.

პროექტის წარმატებიდან გამომდინარე ფონდმა განაგრძო არსებული პროექტის დაფინანსება 45 900 აშშ დოლარის ოდენობით 2021–2022 წლებში. პროექტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა მოხდეს, მაგალითად, პოლიტიკური დებატებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელშეწყობა ქართულ უნივერსიტეტებში; უნივერსიტეტის სახსრების გამოყოფისას ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელშეწყობა; ასევე, სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ტრანსფორმირებას და დაახლოვოს იგი ევროპულ სტანდარტებს და ხარისხს. ევროპული ხარისხის განათლებაში ჩვენ მოვიაზრებთ ისეთ საკითხებს როგორიცაა: უნივერსიტეტის შიდა დემოკრატია, განათლების და მეცნიერების განსხვავებული დაფინანსების მოდელები, განათლების ხელმისაწვდომობა  და გრძელვადიანი ხედვა განათლების პოლიტიკის.

პროექტი არის უნიკალური იმით, რომ ის ქმნის სამსჯელო პლატფორმას დღევანდელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე,გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ეს პლატფორმა გააერთიანებს თავის ირგვლივ, როგორც ათასობით სტუდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. თითოეულ ამ ადამიანს შესაძლებლობა ექნებათ თავიანი ხედვები და აზრები გააჟღერონ, რომელიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო რეფორმის თითოეულ ასპექტში.

სიახლეები

შეხვედრა ახალგაზრდებთან სახელფასო მინიმუმის ხელახლა განსაზღვრასთან დაკავშირებით

18 ივლისი, 2022|

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან

15 ივლისი, 2022|

სტუდენტების უფლებადამცველი ორგანიზაცია პროგრესის ცენტრის ინიციატივით, სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტის

პროგრესის ცენტრის პირისპირ შეხვედრები საზოგადოებასთან

29 ივნისი, 2022|

არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ცენტრი ვითხოვთ, ღირსეულ ანაზღაურებას საქართველოში და ვითხოვთ,

შეხვედრები ანაზღაურებადი სტაჟირების თემაზე

18 მაისი, 2022|

 დღეს პროგრესის ცენტრის წარმომადგენლები შევხვდით აგრონომიული კომპანია “ბარაქას” HR მენეჯერს

“პროგრესის ცენტრის” ინიციატივით გაიმართა არაფორმალური დისკუსია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

12 აპრილი, 2022|

"პროგრესის ცენტრის" ინიციატივით გაიმართა არაფორმალური დისკუსია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების

პროგრესის ცენტრმა მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მონიტორინგში

11 მარტი, 2022|

  ,,პროგრესის ცენტრი” ერთადერთი სტუდენტური დამოუკიდებელი ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელიც არჩევნების

Go to Top